შენობაში შესვლისას დაცვას უნდა წარუდგინო სპეციალური საშვი,რომელიც წინასწარ უნდა აიღო საჯაროს ადმინისტრაციაში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის წიგნი,რომელიც არ წარმოადგენს ბიბლიოთეკის საკუთრებას აუცილებლად უნდა დატოვოთ ბიბლიოთეკის ერთ-ერთ განყოფილებაში,თანამშრომელი კი მოგცემთ დანომრილ ნიშნულს,რომელიც უკან დაბრუნებისას აუცილებლად უნდა წარუდგინოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაგიბრუნდებათ წიგნი, შემდეგ ჩანთები უნდა გაატაროთ სპეციალურ მოწყობილობაში და ჩააბაროთ სხვა განყოფილებას,სადაც ასევე დანომრილ ნიშნულს მიიღებთ,ამის მერე შედიხართ თქვენთვის სასურველ სამკითხველო დარბაზში,მიდიხართ კატალოგისტთან, რათა თქვენთვის სასურველი წიგნი გამოიწეროთ.შემდეგ წიგნს ელოდებით ნახევარი საათი,ბოლოს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს აბარებთ საშვს და ბოლოსდაბოლოს ყველაფერი მზადაა წიგნის წასაკითხად. :)
ყველაზე მეტად არ მომწონს ხმაური და დიდი ხანი ლოდინი...
ОтветитьУдалить