четверг, 31 марта 2011 г.

ბიბლიოგრაფია საჯაროდან მედეას შესახებ


  1. გოცირიძე, რევაზ
    კოლხი მედეა. - თბ., 2000 (ს/ს "პირველი სტამბა"). - 44გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 18580]
    UDC: 821.14'01.09-394
    K 241.569/3 - საერთო ფონდი
    K 241.570/3 - საერთო ფონდი
    F 80.113/3 - ხელუხლებელი ფონდი
    P 527/3 - ხელუხლებელი ფონდი

  1. გოცირიძე, რევაზ
    მოთხრობები / რევაზ გოცირიძე. - თბ., 2009. - 332გვ. : სურ. ; 20სმ.[MFN: 64548]
    შინაარსი: თამარი; ჩანჩქერი; თვალები; ფშატის აყვავილება; ცრემლები; კოლხი მედეა
    UDC: 821.353.1-32
    K 264.326/3 - საერთო ფონდი
    K 264.327/3 - საერთო ფონდი
    F 91.056/3 - ხელუხლებელი ფონდი

  1. კორიშელი, გურამ
    კოლხი მედეა : ანტიკური კოლხეთი, ძველი წელთაღრიცხვა, 1263-1180 წლები / გურამ კორიშელი. - თბ., 2010. - 40გვ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-2345-3[MFN: 139690]
    UDC: 821.353.1-92 + 94(395.3)
    K 272.589/3 - საერთო ფონდი
    K 272.590/3 - საერთო ფონდი
    (222)9/კ-757 - ქართველოლოგიის განყოფილება
    F 94.643/3 - ხელუხლებელი ფონდი
    P 1.598/3 - ხელუხლებელი ფონდი


მედეაზე ინფორმაცია-ელ.ბაზიდან მოძიებული(jstor)

Messenger's
Sfeech

of us oppressed
by your misery
relieved
and happy
came into the palace
when
your children

with their father. Somebody whispered
(this news spread fast) that at last
you and Jason had stopped fighting?

laid
you'd
This made

servant

the children's

another

stroked

I felt

radiant

followed

. . *
stood there,
then
one we reverence
now instead

eagerly
eyeing
But when
she

turned

embarrassed

your
be angry

"Don't

for you.
they've
presents
"Look,
brought
take them; now beg your father
"Here,
"to change his mind. These
dear boys
never be exiles. As a favor for me?"
"must

she

said.
agreed
Jason
everything
soon as he and the children
had gone

to rest.
bitterness
us happier.

kissed

hands,
their gold

pleasure,
them straight

hair.

to Glauke's

room.

of you

. . .

Jason.
saw the children,
away, she hid her face?
and upset
that they were

husband

began
at them,"

to calm

her

he

said.

in her midst.

down.


четверг, 24 марта 2011 г.

როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება მედეას ეპოქაში???


 მედეა, გუსტავ მორო (1865).

მედეა — ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს და, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ.წ.XV საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში. მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.

მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიუკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.სექციების სია [დამალვა]

მედეას სახე

იასონისა და შემდგომ ეგეოსის მეუღლე, ”მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი”, ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, მედიცინის დედამთავარი. მედეას განსაკუთრებული სულიერი ძლიერება, მისი ჯადოქრობის ზებუნებრივი ნიჭი, მკვდრის გაცოცხლებისა და ცხვრის ბატკნად ქცევის უნარი, დრაკონების ეტლით გაფრენა და სხვა მოწმობს, რომ უწინ ქალღმერთი ყოფილა, მერე გამხდარა ჯადოქარი.

მედეას მარად მიმზიდველი და შემაძრწუნებელი, მშვენიერი და სადავო სახე არგონავტების მითის ერთგვარი ღერძია, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ამ ერთ-ერთი უდიდესი ბერძნული ეპოპეის გმირთა მოქმედება. მედეას დახმარების წყალობით წაიღეს ოქროს საწმისი და წავიდნენ მშვიდობით ბერძენი გმირები, რომელთაც უდავო დაღუპვა ელოდათ.
თქმულება

კოლხეთს ჩასული იასონი აიეტის სასახლეში მივიდა. ჰერას და ათენას თხოვნით, აფროდიტემ დაიყოლია საკუთარი შვილი ეროსი, რომ მედეა სიყვარულის ისრით დაეჭრა. ამის შემდეგ მედეა იასონს ჰეკატეს ტაძარში იბარებს და აძლევს ჯადოსნურ მალამოს, რომლის შემწეობითაც იასონი უძლეველი გმირი ხდება და ასრულებს აიეტის უმძიმეს დავალებებს. იასონი და მისი მხლებელნი ამის შემდეგაც დაიღუპებოდნენ, რომ მედეას არ გაეფრთხილებინა, არ მოენუსხა დრაკონი და არ დახმარებოდა საწმისის გატანაში, ვიდრე აიეტი ჯარებს შეყრიდა. მედეა მტკიცე პირობით თან მიჰყვება იასონს და არ იზიარებს მის სარეცელს, ვიდრე ფაეკთა მეფის ალკინოეს მოთხოვნით ეს აუცილებელი არ ხდება, რათა მდევრებს მისი მამასთან დაბრუნებისთვის იურიდიული და მორალური საფუძველი აღარ ჰქონოდათ. გზაში მედეას დახმარებით იასონი კლავს აიეტის შვილს აფსირტეს, მდევართა წინამძღოლს. ამრიგად, ეს გრძნეული ქალი შეუპოვარია და რკინის ნებისყოფით მოქმედებს. მისი სამშობლოდან წასვლა და სხვა სამართლიანი თუ უსამართლო საქმეები ღრმად მოტივირებულია დაუძლეველი სიყვარულითა და ოჯახის ერთგულებით. გზაში მედეას ჯადო კლავს სპილენძის ბუმბერაზ ტალოსს(კრეტაზე): გემიდან შელოცვით აძინებს, გადაჩეხავს.

საბერძნეთში ჩასულ და დაბინავებულ იასონს და მედეას ეყოლათ ორი ვაჟი: მერმეროსი და ფერეტოსი (ზოგი ვერსიით 7 ქალი და 7 ვაჟი). იოლკოსში ჩასულ იასონს გრძნეული ცოლი ჩამოაცილებს ბიძას _ პელიასს, რომელმაც პირობა დაარღვია და ძმისწულს ტახტი მაინც არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელნი მისსავე ასულებს დააკეპინა. ხალხმა იასონი და მისი მეუღლე განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იასონს მეფე კრეონტის ასული გლავკე ან კრეუსა შეუყვარდება. მედეა ერთხელ კიდევ იძულებულია მიმართოს ჯადოქრობას, მოწამლულ სამოსს უგზავნის კრეუსას. მეტოქე ტანჯვით კვდება, საშველად მისული მამამისიც მასთან ერთად იღუპება...

მედეა დე მორგანი

მედეა კლავს შვილებს, ეჟენ დელაკრუას ნამუშევარი
ჩანაცვლებული თქმულება

მედეას მაძაგებელი ევრიპიდე მითს სწორად გადმოგვცემს იქამდე, ვიდრე მედეა მეტოქეს — კრეუსას წამლავს, შემდეგ ”ახალი, მითოლოგიის საწინააღმდეგო გზით მიდის... მედეა, როგორც შვილების მკვლელი დედა მხოლოდ და მხოლოდ ევრიპიდეს გამოგონილია” (ლ. სანიკიძე). მხატვრული სიტყვის ძალამ ”დავიწყების ფერფლით დაფარა სინამდვილე კოლხი ქალის ტრაგედიისა”. უსაფუძვლოა ვარაუდი: იქნებ ევრიპიდეს რაღაც ცნობა ჰქონოდა მედეას ხელით შვილების დახოცვაზეო. ასეთი ცნობა სადმე შემოინახებოდა.

ევრიპიდეს მიხედვით, მედეა ხოცავს შვილებს, რათა საბოლოოდ მოუკლას გული მოღალატე ქმარს, პაპამის ჰელიოსის მიერ მოგზავნილი ეტლით გაფრინდება, ათენში ჩადის, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. თეზევსის ჩამოსვლით წყდება ეს ქორწინებაც. მისი მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ ისევ გარბის, თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი გმირი მედოსი, რომელმაც მცირე აზიაში ბარბაროსი ტომები სძლია, დაიპყრო დიდძალი მიწა-წყალი და დააარსა მიდია: ეს სახელი ეწოდა უწინდელ არეიას. (ჰესიოდე, თეოგონია, 100, 1). მედეას შვილი ინდებთან ბრძოლაში დაიღუპა. თვით მედეა კოლხეთს დაბრუნდა, შეურიგდა მამას, დაუჩაგრა მტრები, ისევ აიყვანა ტახტზე, რაც მის ძმას, პერსეს მიეტაცებინა.

ერთი ვერსიით, აიეტი ებრძოდა სარმატთა ტომს, სკვითებს თუ მათს მონათესავე ხალხს, რაც საფუძველს აცლის მოგვიანებით შექმნილ ვერსიას მედეას სკვითურ ჩამომავლობაზე (ნ. დუმკა). მაგრამ, ეს ვერსიაც სკვითებთან ბრძოლისა სავარაუდოდ უნიადაგოა, რადგან ორივე ხსენებული ტომი ასპარეზზე გამოჩნდა ბევრად უფრო გვიან. (თუმცა, სკვითები პრომეთეს მითშიც არიან ნახსენებნი).
სხვდასხვა ცნობები

ცნობილი ტრადიციით, მედეამ მედია დააარსა მას შემდეგ, რაც მამას ტახტი დაუბრუნა. ისტორიული წყაროებით, აქ იყო ძველად საგართია, საქართი, საქართველო, სადაც თაყვანს სცემდნენ არმაზს, გაცს და გაიმს, ეს ტრადიცია ძალზე ლოგიკური და გამართლებულია.

ევრიპიდემ მოახდინა ქმარ-შვილის მოღალატე ელენეს რეაბილიტაცია, ქმრის ერთგულ ქალად აქცია, პენელოპეს გაუტოლა პატიოსნებით, როგორც ტიპი ბერძენი მანდილოსნისა. ცხადია, ასეთივე წარმატებით შეეძლო გაეტეხა მას სახელი კოლხი მედეასთვის, ამიტომაც დაახოცვინა შვილები. აქ მეორე გარემოებაც ანგარიშგასაწევია: მედეა ქალწული იყო და მხოლოდ სამშობლო მიატოვა სიყვარულისთვის, ელენე კი გათხოვილი იყო და ქმარ-შვილიც მიატოვა. მრავალი მძიმე დანაშაული ჩაუდენიათ ბერძენ გმირ ქალებს, პროკნეს, ფილომელას, ერიფილეს..

ვრიპიდეს მედეაშიც ქალი სასოწარკვეთილებამდე იტანჯება შვილების სკვდილის გამო, იმართება დაძაბული დიალოგი. იასონი ერინიებს შესთხოვს, სასტიკად დასაჯეთო შვილების მკვლელი. მედეა ზიზღით მიუგებს: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”. ”ო, საყვარელო შვილებო”- გოდებს იასონი, ”საყვარელი - მხოლოდ დედისთვის” - ამ რეპლიკაშიც ჩანს დედის ტანჯვა. შვილების დახოცვას აქ უპირისპირდება არანაკლები დანაშაული - ოჯახის ღალატი, რისთვისაც იასონი ისჯება.

ჰეროდოტეს ისტორიაშიც შეპირისპირებულია ოთხი სახელგანთქმული ქალის ბედი: იოს, ევროპეს, მედეასი და ელენესი. იო არგოსიდან მოიტაცეს ფინიკილებმა და ეგვიპტეში ჩაიყვანეს (ჰეროდოტე უარყოფს ზევსის როლს), სამაგიეროდ ბერძნები ფინიკიის ქალაქ ტიროსში ჩავიდნენ და ევროპე მოიტაცეს, მერე მეორე უსამართლობაც ჩაიდინეს: კოლხეთიდან საწმისთან ერთად მედეაც გაიტაცეს. კოლხთა მეფემ შუამავლები გაუგზავნა ბერძნებს, ქალის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ ბერძნებმა მიუგეს: არც იოს მომტაცებელნი დასჯილანო და ქალი დაიტოვეს. შემდეგ, როცა ტროელებმა ბერძნებს ელენე მოსტაცეს, მოციქულებს მათაც უკმეხად უპასუხეს: არც თქვენ დასჯილხართ მედეას მოტაცებისთვისო. მაშინ ბერძნებმა ტროას ომი აუტეხეს (ჰეროდოტე 1,2-3). ქალის მოტაცება უსამართლო კაცების საქმეა, ამიტომაც არც ფინიკიელებს და არც ბერძნებს ეს სასახელოდ არ ეთვლებოდათ. ფინიკიელები ამტკიცებდნენ: იოს მოტაცება ძალით არ მომხდარა, გემის უფროსი შეიყვარა, დაორსულდა და მშობლებს გაერიდაო. მედეაზე ასეთი რამ არ თქმულა. ის ქალწული წავიდა და კანონიერად შეეუღლა იასონს. ცოდვებისგან განსაწმენდად კირკეს კუნძულზე ჩასულ მედეას ჯადოქარმა მამიდამ მიმართა: შენი თვალების სხივი ღვთაებრივ ჩამომავლობაზე მეტყველებს, ნათესავი ხარ ჩემი და გიცანიო. ასეთი რამ უაღრესად დამახასიათებელია ქართული ეროვნული მოტივით, სხვაგან იშვიათად გვხვდება. იო ისე ჩავიდა ეგვიპტეში, ვერავითარი მორალური გამართლება ვერ გვიპოვია, ვერც ელენესთვის, რომელმაც ქმარ-შვილი მიატოვა. მედეას სახე კი უფრო სპეტაკია და ქართველი ქალის თავმოყვარეობას გამოხატავს. მედეას ოთხგზის მოუხდა გაქცევა: კოლხეთიდან, იოლკოსიდან, კორინთოდან და ათენიდან. საბოლოოდ მაინც მამის სასახლეში ბრუნდება.
აღიარება

მიუხედავად საყოველთაო სიმპათიისა და აღიარებისა, მედეას სამ მთავარ დანაშაულში სდებენ ბრალს: სამშობლოს ღალატში, ძმის მკვლელობასა და შვილების დახოცვაში. საქმე გვაქვს საკაცობრიო მნიშვნელობის ტრაგიკულ სახესთან. ამიტომ, ასეთ ბრალდებებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. სამშობლოს, მამულის, თავისიანების ღრმა სიყვარულში მედეა არც ოდეს შეყოყმანებულა, ეს ჩანს მის ყოველ მონოლოგში, ფიქრებში, ქცევაში - არგონავტიკაშიც და სხვა ძეგლებშიც. შემდეგ წასვლაც ინანა, დაბრუნდა და კვლავ დაუმტკიცა სამშობლოს ერთგულება. მედეას წასვლა ღალატი კი არა, სიყვარულია, რაც ყველაფერს ამართლებს. მისი ამ ნაბიჯის გასამართლებლად პოეტებმა უზენაესი ქალღმერთები მოიშველიეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, თავისთავად მოხსნილია, რადგან მითი ამას არ ამბობს. ის ჩაუმატა ტრაგიკოსმა ევრიპიდემ, რომლის ბიოგრაფიაც ცნობილია.
გააზრებანი

ეს მოტივი ლიტერატურული თვალსაზრისით, კოლხ მედეას ბრალდებად ისედაც არ გამოდგება. მაგრამ თუნდაც ასე მომხდარიყო, განა ბერძენ ოიდიპოსის დანაშაული ნაკლებია, ერიფილეს, პროკლეს ან ათობით სხვათა. მხატვრულ ქმნილებებში მსგავი ეპიზოდი უთვალავია და ის გმირის მშობელი ხალხის გასამტყუნებლად ვერ გამოდგება. აფსირტეს მოკვლა კი დანაშაულია, მაგრამ ინტერესეთა უსაშველო კოლიზია გადამწყვეტ მოქმედებას თავისთავად ითხოვდა. პრინციპი იწირავს პიროვნებებს. შვილს კლავს ბერძენი ქალი პროკნეც (ნ. ფილომენა).

ერთი ვერსიით, მედეას მიზნად ჰქონდა შვილების უკვდაყოფა, მაგრამ იასონმა ხელი შეუშაალა. ეს მოტივი უფრო დასაჯერებელია (ასე ჩაუფუშა პელევსმაც თეტიდას აქილევსის უკვდაყოფის განზრახვა, აგრეთვე დედოფალმა დემეტრეს - პელევსინის მეფის წულისა).

ძალზე მნიშვნელოვანია ერთი ჩვეულება, რაც კორინთოში რომის იმპერიის ჟამსაც კი შემორჩენილი იყო და ბოლო დრომდე ცნობილია. ამ უძველესი წესით, კორინთელები თავს მოვალედ რაცხდნენ საკურთხეველთან მსხვერპლის შეწირვით გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული - მედეას შვილების დახოცვა. ეს წესი სავსებით სარწმუნოდ აბათილებს მედეას ხელით შვილების მოკვდინების ვერსიას, ეს სხვა სარწმუნო ცნობითად დასტურდება. ცხადია, კორინთელებს თავად უკეთ ემახსოვრებოდათ, ვინც დახოცა ბავშვები.
ძველი ცნობები

მედეას ამბავს იცნობენ ჰეროდოტე, ქსენოფონტე, პლატონი, არისტოტელე... ვალერიუს ფლაკუსმა ლათინურ ენაზე დაწერა არგონავტიკა. მედეაზე უწერიათ ჰეკატე მილეტელს, აკუსილაე არგოსელს, სკილაქსე კარიანდელს...

როდოსელს ბაძავს გეორგიკებში და ენეიდაში ვერგილიუსი, რიანი - მესენიაკაში, ოვიდიუსი - მეტამორფოზების VII თავში და ჰეროიკების XII თავში, რაც მთლიანად წარმოადგენს მედეას წერილს იასონისადმი. ამ წერილიში მედეა დასცინის იასონს: არ შეგიძლია უცხო მხარეში ქმრისგან მიტოვებულ მედეას წერილი მისწერო? ან იქნებ მეფურ საზრუნავთა შორის ჩემთვის ვერ მოიცლი? ოდესღაც იასონი შველას ევედრებოდა კოლხი მეფის ასულს, ჯობდა კი იმდროს მომკვდარიყო შენი მედეა, მას მერე ჩემი ცხოვრება მხოლოდ წამებაა. ნანობს ქალი და ჩივის, რისთვის შევიყვარე ზომაზე მეტად უცხო კაცი, რისთვის მივეცი მალამო - მაშინ ხომ მასთან ერთად დაიღუპებოდა ამდენი ვერაგობა! რისთვის შემოიჭრა გადამთიელი მის ბედნიერ მხარეში... მთელი განცდების ნაკადი მთავრდება რისხვით და მუქარით:
რისხვას, ჩემს გულში რომ მწიფდება, გზა უნდა დიდი.
გამიძეხ, ბრაზო, სინანული მომიხდეს თუდაც,
ვნანობ, რომ ქმარი მოღალატე ვიხსენი მაშინ!
დეე, გადაწყვიტოს ღმერთმა, მე რომ მაწამებს გულში,
რა ვიცი, რაა, მაგრამ რისხვა იზრდება დიდი

მედეა საოცრად რეალისტური, დამაჯერებელი სახეა, თავისი სილამაზით, ხასიათით. შეუპოვრობით და გაუტეხელობით ის ნამდვილი ქართველი ქალია. აშკარად იგრძნობა ბერძენთა უტყუარი ალღო და ცოდნა, მეტადრე, როდოსელის არგონავტიკაში. არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მითიურ მედეას პროტოტიპი რომელიმე ისტორიული პიროვნებაა. გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ფაქტებიც კოლხეთსა და კოლხურ ტომებს რომ შეეხება, ისტორიულ საფუძველზეა დამყარებული (აკ. ურუშაძე).

დანტე, ცხადია, იცნობს მედეას და კოლხეთის ამბავს, რასაც თუნდაც ვერგილიუსის ენეიდაში წაიკითხავდა. ჯოჯოხეთში დანტე და ვერგილიუსი ხედავენ იასონს, შებოჭილსა და შოლტით გვემულს მძიმე დანაშაულისათვის, რომ უმუხთლა კოლხ მედეას. ესაც ნიშნავს, რომ მედეას ”ამართლებენ, უბედურ ქალად მიიჩნევენ, ხოლო იასონი ჯოჯოხეთში ისჯება კოლხი ქალის წინაშე შეცოდებისათვის” (აკ. გაწერელია, დანტე და პრეისტ. საქ.). დანტე იასონს ხვდება მალებოლჯედ წოდებულ კლდეებთან: ”აქვე სასჯელი დასტეხია მედეას გამო”. (ჯოჯოხეთი, 38, 96). ამ დანაშაულს ამძიმებს ჰიფსიპელეს შეცდენაც.

აკაკი წერეთელი მედეას სახელში ეძებს დიაცთან ნათესაობას, ხოლო ეა (აია) არისო ”ია”, აიეტი კი - იათა, იების მეფე (ხმელთა მეფე). XVIII საუკუნემდე დიაცს ერქვა დია, აქედან მედია. კოლხეთს ლაშქრობის ამბავში ბევრი რამ ქართული დარჩა. ასე, მედეა აგროვებს სამკურნალო ბალახს, მოლს, რაც ქართული სიტყვაა.

(დაწვრილებით იხილავთ პროფ. ლ. სანიკიძის სტატია ”პრომეთეაში” და ”არგონავტიკაში”, აკ. წერეთლის შემოქმედებაში, მნათ; 1960, 9). ”პრომეთეს სისხლზე ამოსული ყვავილებიდან ჩნდება მედეა და იტანჯება” (გიორგი კაპანაძე, მედეა).

ერთი ვერსიით, მედეა როგორც არტემიდეს (ან ჰეკატეს) ქურუმი, მამის სისასტიკის წინააღმდეგია, იფიგენია ტავრიდელის ორეულია, განწირულ უცხოელთა მხსნელია (დიოდ. 4, 46..., დიონისიოს სკიტობრახიონის ცნობა). იასონი უნდა დაეკლა ტაძართან, მაგრამ, იხსნა, მისთხოვდა, იოლკოსში გაიქცა მასთან ერთად.

მითოლოგიურმა ტრადიციამ დააკავშირა ანტიკის ორი უდიდესი გმირი ჰერაკლე და მედეა. (აპ. როდ. სქოლ.) ამ ვერსიით, ჰერაკლე კოლხეთში იასონსა და მედეას მფარველობს, შემდეგ კი მედეა კორინთოდან თებეში ჩადის, ჰერაკლეს სიგიჟისგან განკურნავს, საგმირო საქმეების ჩადენაში კი აღარ შველის, ათენს გარბის. ჰერაკლეს კი ფილასის ასულ მედასგან (მედეასაგან) ეყოლა გმირი ანტიოქოსი (სოფოკლე, სქოლ. ტრაქინ. ; პავს. 1, 5, 2). რაც შეეხება მედეას ხელით აფსირტეს სიკვდილს, მხოლოდ აპოლონიოსიდან ვიცით. ეს ვერსიები გვაინდელია, მაგრამ ტრადიცია მაინც ამტკიცებს ჰერაკლეს ჩამოსვლას კოლხეთში.

გრამატიკოსს პარმენისკოსის ცნობით (ევრ. მედ. სქოლ. ), მედეას შვილთა მოკვლისათვის კორინთელები ჰერაიებს იხდიდნენ (ჰერას გულის მოსაგებად მის ტაძარში ათევდა ღამეს შვიდი გოგო და შვიდი ბიჭი). მათ არ სურდათ ბარბაროსი ქალის მეუფება, მაგრამ მედეამ აქ ჰერას კულტი დააარსა და აიძიულა კორინთელები თაყვანი ეცათ მისთვისაც. პავსანიას კონინთოში მედეას შვილთა ძეგლებიც უნახავს (2,3,6,) . დიდიმოსის ცნობითაც (ევრიპიდე, სქოლ; მედეა 273), მას შემდეგ, რაც მედეამ კრეონტი და კრეუსა დაღუპა, კორინთოდან გაიქცა, შვილები კი შურისმაძიებელმა კორინთელებმა მოუკლეს და მერე ევრიპიდეც მოისყიდეს, რათა მკვლელობა დედისთვის გადაებრალენბინა, რაც დრამატურგმა გააკეთა და დააკანონა კიდეც. არისტოტელე კი ვარაუდობს, ევრიპიდემ მედეას დანაშაული ნეოფრონ სიკიონელისაგან გაიგო; მაგრამ ეს საეჭვოა, უფრო ძლიერია ტრადიცია, რაც ევრიპიდეს მოსყიდვაზე მეტყველებდა. არის პოეტის გამართლების ცდაც: ლეგენდით ისარგებლაო, მაგრამ სადაა ეს ლეგენდა? უფრო სარწმუნოა კორინთოელთა ცოდვის გამოსასყიდი დღეობის ტრადიცია, რაც უდავოა. ეს ამართლებს მითის ცნობილ ვერსიასაც: მედეამ სცადა ჯადოქრობით შვილების უკვდავყოფა და ამდროს შემოაკვდა ორივე.

ლესინგი ლაოკოონში აქებს მხატვარს, რომლის მედეაც შვილების მკვლელობის წინაშე დგას, ხელი მახვილზე აქვს და ყოყმანობს: დედის სიყვარული ებრძვის საშინელ ეჭვს. მედეა მშვენიერია განდცის შეკავებაშიც.

ქართულ მწერლობაში არგონავტიკის ელემენტები ბიზანტიური წყაროების მეშვეობით გადმოუღიათ. ეს ცოდნა ჩანს ექვთიმე მთაწმინდელის, ეფრემ მცირეს ”ელინთა მეზღაპრეობა”. ვახუშტი ბატონიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და სხვათა შრომებში.
კვლევები